მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის „დინამომ" უელსის ჩემპიონი დაამარცხა

თბილისის დინამომ უელსის ჩემპიონი დაამარცხა
1600370101
სპორტი

უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამომ" უელსის ჩემპიონი „ქონას ქი ნომედსი“ 1:0 დაამარცხა.

მატჩამდე უელსური კლუბი მძიმე მდგომარეობაში იყო, რადგან კლუბის სამ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა, ხოლო კიდევ ერთს სიმპტომები აღენიშნებოდა. ამავდროულად გუნდში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი იყო და საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ განაცხადში მხოლოდ 14 მოთამაშე ჰყავდათ.

პირველ ტაიმში თბილისელებს რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდათ, თუმცა არც უელსელები ჩამორჩებოდნენ. ერთხელ გოლს თბილისელები მეკარე როინ კვასხვაძემ გადაარჩინა.

მეორე ტაიმში შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა – მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გიორგი გაბედავამ გაიტანა და საბოლოოდ, შეხვედრა თბილისელთა მოგებით 1:0 დასრულდა.

მესამე ეტაპზე თბილისის „დინამო" ფარერების კუნძულების „კლაკსვიკს" დაუპირისპირდება.