მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

30 ნოემბრის მიმოხილვა

30 ნოემბერი

ახალი ამბების სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 30 ნოემბრის მნიშვნელოვანი ამბების მოკლე მიმოხილვას.

💠ეპიდვითარება საქართველოში - გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 216 შემთხვევა გამოვლინდა, 3 937 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

💠 გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 216 დადასტურებული შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ისევ თბილისში გამოვლინდა. ვირუსის გავრცელების მასშტაბის მიხედვით მეორე ადგილზეა იმერეთი.

💠დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო კორონავირუსის პიკშია და თუ რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

💠დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება.

💠 ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საავადმყოფოებში ჟანგბადის პრობლემა გადაჭრილია.

💠 ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო პრეპარატ „რემდესივირის“ მწარმოებელთან ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადება. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების პროტოკოლში შესაბამისი ცვლილება შევა.

💠 მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ოპოზიცია მეტეხის ეკლესიის ეზოში შეიკრიბება.

💠 ინდონეზიის კუნძულ ლომბლენზე ვულკანი ლევოლოტო ამოიფრქვა. ვულკანის ფერფლი ატმოსფეროში 4 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა. ვულკანის ამოფრქვევამდე რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

💠ფორმულა 1-ის ბაჰრეინის გრან-პრიზე, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართა, საშინელი ავარია მოხდა. სტარტის შემდეგ რამდენიმე წამში Haas-ის გუნდის პილოტის, რომან გროჟანის ბოლიდი ჯერ Alpha Tauri-ის ბოლიდს შეეჯახა, ხოლო შემდეგ ლითონის ჯებირი გაანგრია და ტრასიდან გადავარდა. შეჯახების შედეგად ბოლიდი ორ ნაწილად გადატყდა და მას ცეცხლი მოეკიდა.

💠აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ფეხი ორ ადგილას მოიტეხა. ბაიდენმა ტრავმა ძაღლთან თამაშის დროს მიიღო. მას ფეხი მოუცურდა და წაიქცა.

💠თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

💠 ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს და მის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი სახლში განაგრძობენ მკურნალობას.

💠საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეოთხე მატჩიც მოიგო. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა შვეიცარია დაამარცხა, რომელმაც ორი დღის წინ სენსაციურად სერბეთის ნაკრებს აჯობა.

💠 გებრეიესუსი: COVID 19-ის პანდემია დასრულდება