PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 27 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი სოლსბერის მახლობლად ტესტირების ლაბორატორიას სტუმრობს.
პორტონ დაუნი, დიდი ბრიტანეთი 📸 Adrian Dennis
კარზე ჩამოკიდებული ჩაფხუტი - დიდი ბრიტანეთის მთავრობის რეზიდენციაში ნაძვის ხეს დგამენ.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 📸 Chris J Ratcliffe
პრეზიდენტი ტრამპი, სამხედრო წარმომადგენლებთან, მადლიერების დღესთან დაკავშირებით ონლაინ კონფერენციას მართავს. სოციალური მედიის ბევრი კომენტატორი ყურადღებას ამახვილებს მის უჩვეულოდ პატარა მაგიდაზე.
ვაშინგტონი, აშშ 📸Erin Scott
შიბუიაში ფეხით მოსიარულეებს პირბადეები უკეთიათ, მას შემდეგ რაც ტოკიოში კორონავირუსის 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც დღიურად რეკორდული მაჩვენებელია.
ტოკიო, იაპონია 📸 Kimimasa Mayama
სპორტულ ცენტრში შექმნილ მასობრივი ტესტირების ცენტრში სტუდენტები კორონავირუსის ტესტს იკეთებენ.
სენტ -ენდრიუსი, დიდი ბრიტანეთი 📸 Jane Barlow
ბარის მფლობელი ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის წინ ლუდის კასრებს ხსნის. ის ქვეყნის მასშტაბით ჩაკეტვებს აპროტესტებს.
ბაიონი, საფრანგეთი 📸 Bob Edme
დეპუტატებმა ჩხუბის დროს ერთმანეთს ღორის ნაწლავები ესროლეს.
ტაიპეი, ტაივანი 📸 Ann Wang
აფეთქების შედეგად დანგრეული დაუმთავრებელი კოშკები.
აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საემიროები 📸 Modon Properties/Reuters
აქტივისტი დანენროდის ტყეში ჟონგლიორობს, სადაც ის A49 ავტომაგისტრალის გაგრძელების წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს.
დანენროდი, გერმანია 📸 Kai Pfaffenbach/Reuters
MPP-ს მხარდამჭერის პერფორმანსი. ის აჩვენებს საარჩევნო ხმას პრეზიდენტ კაბორესთვის პარტიის სათაო ოფისში გამართული ზეიმის დროს.
აუაგადუგო, ბურკინა ფასო 📸 Olympia de Maismont
ეთიოპიის ტიგრის რეგიონში კონფლიქტის შედეგად გაქცეული ხალხი დგას გორაზე, რომელიც ლტოლვილთა ბანაკს გადაჰყურებს.
ქადარიფი, სუდანი 📸 Nariman El-Mofty/AP
მადლიერების სადილის გადაცემა.
სიეტლი, აშშ 📸 David Ryder/Reuters
საცობი თბილისში შეზღუდვების ამოქმედების წინა დღეს.
თბილისი, საქართველო 📸 PIA.GE/მიშა ვარძელაშვილი
ოპერის შემსრულებლის ნახტომი
ჩანჩუნი, ჩინეთი 📸 Rex/Shutterstock
კრივის ვარჯიში ნისლში
ბრომლი, დიდი ბრიტანეთი 📸 Dan Kitwood
ადგილობრივი ტომის ბავშვები, ტრადიციული ჩაცმულობით, მზის ამოსვლისას ფოტოების გადასაღებად ტურისტებს ელიან.
ჩიანგ რაი, ტაილანდი 📸 Gemunu Amarasinghe/AP
მოტოციკლის ენთუზიასტი თავის ძაღლს ასეირნებს.
კავიტი, ფილიპინები 📸 Eloisa Lopez/Reuters
წყლის ფრინველი თევზის საჭმელად ემზადება.
ჰავრე დე გრეისი 📸 Julio Cortez