მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5 დეკემბრიდან მოსკოვში კოვიდვაქცინაცია დაიწყება

კოვიდვაქცინაცია მოსკოვში

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 5 დეკემბრიდან უფასო კოვიდვაქცინაცია დაიწყება. უფასო აცრას მოსახლეობას სპეციალურ პუნქტებში გაუკეთებენ. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა. ინფორმაციას Meduza ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, ვაქცინაცია პირველ რიგში განათლების, ჯანდაცვის და ქალაქის სოციალური სამსახურების თანამშრომლებს ჩაუტარდება. ვაქცინაციაზე ჩაწერა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. მომავალში ვაქცინაცია სხვა კატეგორიის მოქალაქეებსაც შეეხება.

2 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიცე-პრემიერს ტატიანა გოლიკოვას ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყება დაავალა. რუსული ვაქცინა სახელწოდებით "Sputnik V” გამალეის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შექმნეს.