უცხოეთი

აზერბაიჯანის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს

აზერბაიჯანის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს.
21:56 13.07
დაკოპირებულია

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის რაჰიმ გაზიევის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება გაზიევის დაკავებას აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტს უკავშირებს:

„ამ რთულ დღეებში აზერბაიჯანელმა ხალხმა ეროვნული ერთობა და სამოქალაქო სოლიდარობა გამოიჩინა, თუმცა, ზოგიერთმა ანტიეროვნულმა ძალამ ქყეყანაში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობისა და წესრიგის დარღვევა სცადა. ასევე, ზოგიერთმა ძალებმა, მათი ბოროტი მიზნებიდან გამომდინარე, სცადეს შეიარაღებული ძალების, ხელისუფლებისა და კანონის უზენაესობის დისკრედიტაცია. ზემოთ აღნიშნულმა ძალებმა სოციალური ქსელების საშუალებით მოსახლეობაში პანიკის დათესვა დაიწყეს. გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ცდილობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. გარდა ამისა, არაერთმა ფიგურამ დაიწყო ანტისახელმწიფოებრივი მიმართვების გავრცელება. 12 და 13 ივლისს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რაჰიმ გაზიევმა სოციალურ ქსელებში განზრახ გაავრცელა პროვოკაციული, მცდარი ინფორმაცია და მოქალაქეებს მოუწოდებდა ისეთი ქმედებებისკენ, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ასუსტებს, უბიძგებს ხალხს მასობრივი არეულობისკენ და ქვეყნის სახელმწიფო ორგანოების ხელში ჩაგდებისკენ. რაჰიმ გაზიევი დააკავეს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 281-ე მუხლის (სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული მიმართვები) და 282-ე (პროვოცირების) საფუძველზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ოპერატიულ საგამოძიებო სამუშაოებს“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობა 12 ივლისს დაიწყო. სროლის შედეგად დაიღუპა 3 აზერბაიჯანელი მესაზღვრე და 4 დაიჭრა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთი საკუთარ დაღუპულ სამხედროთა რაოდენობას და ვინაობას მალავს.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ორ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1988 წელს დაიწყო. დღემდე ამ შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაახლოებით 40 000 ადამიანია დაღუპული.

დახმარება ბავშვებს

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მიღ...

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს...
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდეს...
00:01
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართ...
23:55 14.08
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრა...
23:54 14.08
„ეს არის კუთხე და მუნიციპალიტეტი, რომლის მაჟორიტარობაც გასული ოთხი წლის განმავლობაში იყო და არის ჩემ...
23:41 14.08
ქართული ოცნების ლიდერები ჩუმლაყში „ქართული ოცნების” ლიდერებმა ჩუმლაყში სამაცივრ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართ...
ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ამოცანაა, „ნ...
„ჩვენ ყველამ ერთად ურთულესი არჩევნები გამოვიარეთ 2012 წლის ოქტომბერში. თქვენი თა...
18:41 14.08
შენჯენში კოვიდინფიცირების ფაქტის დაფიქსი...
შენჯენში კოვიდინფიცირების ფაქტის დაფიქსირების გამო სავაჭრო მოლი დაიხურა. 200 ადა...
თამაზ გაიაშვილმა „ლელოში“ საქმიანობა დას...
ავიაკომპანია „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი, თამაზ გაი...