მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში რუსული ვაქცინის წარმოება იგეგმება

ბელარუსში რუსული ვაქცინის წარმოება მოხდება

ბელარუსში COVID 19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის წარმოება იგეგმება. ამის შესახებ ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრმა დიმიტრი პინევიჩმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინის პირველ პარტიას უკვე მიმდინარე წელს შევქმნით. მასშტაბური წარმოება კი 2021 წლისთვის იგეგმება“ - განაცხადა პინევიჩმა. ვაქცინის წარმოება „ბელმედპრეპარატის“ ბაზაზე იგეგმება.

რუსული ვაქცინა „სპუტნიკ – V” გამალეის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შეიქმნა. მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასშტაბური წარმოებისთვის რუსეთს საკმარისი სიმძლავრეები არა აქვს.

ამიტომ რუსეთის მთავრობა ამჟამად ვაქცინის წარმოების საკითხზე მოლაპარაკებას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის სამხრეთ კორეასთან მართავს.