უცხოეთი

CNN-მა საქართველო საერთაშორისო ტურიზმისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად დაასახელა

CNN: საქართველო უცხოელ სტუმრებს 1-ლი ივლისიდან მიიღებს.
14:22 31.05
დაკოპირებულია

„რომელი საერთაშორისო მიმართულებები იხსნება ტურისტებისთვის“ - ამ სათაურით მომზადებულ სტატიაში ტელეკომპანია CNN-ი ტურიზმისთვის საუკეთესო მიმართულებებზე, მათ შორის საქართველოზე წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც ტურიზმის სექტორის აღორძინების სურვილი ამოძრავებს, აცხადებს, რომ ქვეყანა უცხოელი სტუმრებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება.

„კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში ადგილი ჰქონდა ტურისტულ ბუმს - 5 მილიონი სტუმარი 2019 წელს, რაც 7%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით. თუმცა, ამა წლის მარტში, კრიზისის გამო, ქვეყანა იძულებული გახდა, დაეხურა ზამთრის კურორტები და აეკრძალა უცხოელთათვის ქვეყანაში შესვლა. ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც ტურიზმის სექტორის აღორძინების სურვილი ამოძრავებს, აცხადებს, რომ ქვეყანა უცხოელი სტუმრებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა წარადგინეს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც 3 ეტაპს მოიცავს, მათ შორის მარკეტინგის კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც „უსაფრთხო ტურისტული მიმართულების“ პოპულარიზაციას. მომდევნო ეტაპზე ნებადართულია შიდა ტურიზმი სპეციალურ „უსაფრთხო“ ტურისტულ ზონებში, ხოლო დასკვნით ეტაპზე გაიხსნება საზღვრები და აღდგება ფრენა ზოგიერთი მიმართულებით.

„ჩვენ გადავდივართ [კორონავირუსზე რეაგირების] მე-3 ეტაპზე, რაც გულისხმობს ეკონომიკის კრიზისის შემდგომ მართვას და სხვადასხვა სექტორის აღდგენის გეგმის შემუშავებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან ბრძოლის საბჭოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე.

„ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც შეეხება ანტიკრიზისული ზომები“ - აღნიშნულია სტატიაში.

მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შსს თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში აღმო...

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში ექსპერტიზის შედეგების...
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში გურამ შარაძის მიერ...
18:35 05.08
სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცეა. პროცესშ...
17:54 05.08
„როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამი არა, რომ დატოვოს ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი“,- ამის...
17:45 05.08
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, ინჟინერ-ტექნოლოგის, მარლენ მჭედლიშვილის განცხადებით, ამონიუმის ნიტრა...
17:37 05.08
იუსტიციის მინისტრი 2020 თეა წულუკიანი: სააკაშვილი დაემსგავსა ღამურას
„ქვეყნის შიგნით განაჩენებით დადასტურებული კრიმინალია და ქვეყნის გარეთ, რასაც მისი განცხადებები მოწმო...
ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილს საქართველოში...
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველ...
16:02 05.08
ახალციხეში მდინარეში მოზარდი დაიხრჩო
ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზიკილიასთან უბედური შემთხვევა მოხდა. მდინარე მტ...
ქუთაისში სპეცოპერაცია ჩატარდა
ქუთაისში კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე სპეციალური დანი...