ბელარუსში, მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ათზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების დაპატიმრების მიზეზად არასანქცირებულ შეკრებაში მონაწილეობა სახელდება.
აქციის მონაწილეები ლუკაშენკოს რეზიდენციის მიმართულებით გადაადგილდებიან. ადგილზე პოლიციის გაძლიერებული რაზმებია მობილიზებული.