მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ებრაული მედია: ბინიამინ ნეთანიაჰუ საუდის არებეთში საიდუმლოდ ჩავიდა

ნეთანიაჰუს და არაბი პრინცის ფარული შეხვედრა

ებრაული მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამის ნეთანიაჰუ 22 ნოემბერს საუდის არაბეთში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ამ ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს, პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. ამის შესახებ  Reuters იუწყება. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, საიდუმლო შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ისრაელის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი იოსი კოენი ესწრებოდნენ.

ოფიციალურად ამ ვიზიტს არც საუდის არებეთის, არც ისრაელის მთავრობა არ ადასტურებს. „ამის შესახებ ინფორმაცია მოვისმინე, პრინცის და ისრაელის ოფიციალური პირების შეხვედრის შესახებ ისრაელის საზოგადოებრივი რადიო იუწყებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრას მხოლოდ ამერიკელი და საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ“ - დაწერა “ტვიტერში“ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაისან ბინ ფარხანმა.

როგორც ისრაელის განათლების მინისტრმა იოავ გალანტმა არმიის რადიოს ეთერში განაცხადა, „ის რომ ეს შეხვედრა შედგა და საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდა, თუნდაც ნახევრად ოფიციალურად, უდავოდ, დიდი მიღწევაა". გალანტი ნეთანიაჰუს მეგობარი და პარტია "ლიკუდში" მისი თანამებრძოლია.

ამ წყაროს ინფორმაციით, შეხვედრა ქალაქ ნაომში გაიმართა. ამ ქალაქში საუდის არაბეთის ტურისტული ცენტრის შექმნა იგეგმება, ქალაქი წითელი ზღვის სანაპიროზე, ისრაელის საზღვრიდან სულ რაღაც 70 კილომეტრში მდებარეობს.

რამდენიმე კვირის წინ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა აღადგინეს. არაბულ ქვეყნებს და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას აქტიურად ცდილობს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.