მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ემანუელ მაკრონსა სვეტლანა ტიხანოვსკაიას შორის ვილნიუსში შეხვედრა შედგა

საფრანგეთის პრეზიდენტი 2020

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას შორის ვილნიუსში შეხვედრა შედგა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის ლიდერი მას ბელარუსის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების უზრუნველყოფაში დახმარებას დაჰპირდა.

როგორც ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი უნდა შეასრულოს.

„ის დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დროს მოლაპარაკებებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაში დასახმარებლად“, – აღნიშნა ბელარუსმა ოპოზიციონერმა შეხვედრის შემდეგ.

ინფორმაციისთვის, მაკრონი ორდღიანი ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება.ემანუელ მაკრონმა ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტონ უკანონო დაკავებები, გაათავისუფლონ დაკავებული დემონსტრანტები და პატივი სცენ არჩევნების შედეგებს.