თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი მოეხსნა და იგი მეჩეთად გადაკეთდა. შესაბამისი დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„გადაწყდა, რომ აია-სოფიას მეჩეთის ადმინისტრირება რელიგიის საკითხებზე მომუშავე ოფისს გადაეცა და იქ მსახურება განახლდება ”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 1934 წლის 24 ნოემბრის მთავრობის გადაწყვეტილება აია-სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭების შესახებ. სტატუსის შეცვლით, ნაგებობის ისტორიის კიდევ ერთი, 85-წლიანი მონაკვეთი დასრულდა.