უცხოეთი

ეს ცეცხლთან თამაშია - ჯანმოს ხელმძღვანელის მიმართვა მსოფლიოს

ჯანმოს ხელმძღვანელის მიმართვა მსოფლიოს.
02:22 09.04
დაკოპირებულია

„ერთობლივად დავუპირისპირდეთ პანდემიას და ნუ გავაპოლიტიზებთ კორონავირუსის გარშემო შექმნილ სიტუაციას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა, მსოფლიოს ორი რამ შევთავაზო. პირველი - უნდა ვიმუშაოთ ეროვნულ დონეზე, პარტიული, იდეოლოგიური თუ სხვა უთანხმოებების გარეშე. როდესაც პოლიტიკურ პარტიებსა თუ რელიგიურ დაჯგუფებებს შორის ბზარი ჩნდება, დიდი შანსია, სიტუაცია ვირუსის „მიზნების სასარგებლოდ“ განვითარდეს და დაგვშალოს“, - განაცხადა გებრეიესუსმა .

ჯანმოს ხელმძღვანელის განცხადებით, მეორე რჩევა, რაც სურს, მსოფლიოს გაუზიაროს - ეს არის ერთიანობა საერთაშორისო დონეზე. გებრეიესუსმა მოსახლეობას შეახსენა, რომ ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ გაერთიანებული ბრძოლის ეფექტური მაგალითის დემონსტრირება მოახდინა საბჭოთა კვაშირმა და აშშ-მა, როდესაც ერთობლივად აღმოფხვრეს ვარიოლა (ვირუსული ინფექცია), „ცივი ომის“ პერიოდის მიუხედავად.

გებრეიესუსი მიიჩნევს, რომ ახლა ყველა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ Covid-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ახალი კორონავირუსი გრიპის მსგავსად ვრცელდება, თუმცა, მომაკვდინებელია.

„თუკი გსურთ, რომ გაცილებით მეტი ცხედრის ჩანთა გქონდეთ, მაშინ განაგრძეთ ასე. თუკი არ გინდათ ბევრი ჩანთა ცხედრით, მაშინ თავი შეიკავეთ მისი პოლიტიზირებისგან. ეს ცეცხლთან თამაშია. ერთიანობა - ეს ერთადერთი შესაძლებლობაა კორონავირუსზე გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსული ინფექცია Covid-19 პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსის 1 348 430 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებას 75 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

პაციენტი საკაცით გადაჰყავთ

117 გარდაცვალების შემთხვევა ბოლო 24 საათ...

იტალიაში ბოლო დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 117 შემთხვევა დ...
22:16 27.05
ზუგდიდის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო...
21:21 27.05
საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფ...
20:45 27.05
ბათუმში 7 მაისს მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულები...
20:29 27.05
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, რომელშ...
20:13 27.05
ბორკოლების დადება მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ორთვიანი...
ქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისში მამის...
პრემიერი: საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებე...
"საპენსიო რეფორმა ქვეყნის ფინანსური მდგომადობისთვის არის უმნიშვნელოვანესი ელემენ...
პრემიერი: პოლიტპატიმრები არ არსებობენ
„პოლიტიკური კრიზისის დასრულება ჩვენი გუნდის უპირველესი ამოცანაა", - ასე უპასუხა...
ოთარ ანგურიძე: უდავოა, რომ საქართველოს მ...
პანდემიის მართვის კარგი მოდელითა და შეზღუდვების სწრაფი გახსნით, საქართველოს შესა...