მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Frankfurter Allgemeine Zeitung: საქართველოში საპარლემენტო არჩევნები დაიწყო, გამოკითხვებში მმართველი პარტია ლიდერობს

არჩევნები პანდემიის დროს

საქართველოში საპარლემენტო არჩევნები დაიწყო, სახელისუფლებო პარტია გამოკითხვებში ლიდერობს. ამის შესახებ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს.

„3,5 მილიონ ადამიანზე მეტი ადამიანი მოწოდებულია სამხრეთკავკასიის რესპუბლიკაში ხმა მისცეს არჩევნებზე. ჯამში 48 პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი იბრძვის 150 საპარლამენტო ადგილისთვის.

პროევროპული სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ გამოკითხვებში უსწრებს ოპიზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“.

კენჭისყრა განხორციელდება ახალი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით. მაჟორიტარული კენჭისყრის დროს თუ აუცილებელი უმრავლესობა არ იქნება მიღწეული, გაიმართება მეორე ტური. პირველი შედეგები მომავალ ღამეს დაითვლება“, - აღნიშნულია სტატიაში.

🔴 დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები მიმდინარეობს.

🔴 დღეს, ასევე, იმართება საკრებულოების არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტებში 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე.