მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰელგა შმიდტი ეუთოს ახალი გენერალური მდივანი გახდება

ეუთოს ახალი გენერალური მდივანი ჰელგა შმიდტი

გერმანელი დიპლომატი ჰელგა შმიდტი ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივანი გახდება. ამის შესახებ urdupoint.com იუწყება. 

როგორც ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, ორგანიზაციის სათავეში მაღალი პროფესიონალები უნდა იყვნენ, რათა ამ ორგანიზაციამ ეფექტიანად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.

შმიდტი ამ თანამდებობაზე ტომას გრემინგერს შეცვლის, რომლის უფლებამოსილება ჯერ კიდევ ივლისში ამოიწურა. მას შემდეგ ორგანიზაციას ფორმალური ხელმძღვანელი არ ჰყავდა.

ჰელგა შმიდტი 59 წლისაა. 2016 წლიდან ის ევროპის საერთაშორისო საქმეების სამსახურის გენერალური მდივანია.

ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ-სამიტი 3-4 დეკემბერს იმართება.