მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოლორადოში ტყის ხანძარს ებრძვიან (ვიდეო)

ხანძარი კოლრადოს შტატში

აშშ-ის კოლორადოს შტატში მისი ისტორიის მანძილზე ყველაზე ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ გამოცემა usatoday იუწყება.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი 800 კვადრატული კილომეტრის ფართობზე გავრცელდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველგან კვამლის სუნი დგას.

ცეცხლმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. დაზარალებული ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეხანძრეები იუწყებიან, რომ ხანძარი 60%-ით ლოკალიზებულია.