მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანის პრეზიდენტი ორკვირიან საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

საგანგებო მდგომარეობა ლიბანში

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა და 4000-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრეზიდენტმა მიშეილ აუნიმ სხდომა მოიწვია და განაცხადა, რომ ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს.

ლიბანში აფეთქება ბეირუთის პორტთან მოხდა. აფეთქება ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობთან დაფიქსირდა.

როგორც ლიბანის პრეზიდენტი ამბობს, არასასურველია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ექვსი წლის განმავლობაში საწყობში ინახებოდეს.