მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო: ქვეყანაში „ევრომაიდანს“ ვერ დავუშვებ

ბელარუსის პრეზიდენტი

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში უკრაინის მსგავსად „ევრომაიდანს“ ვერ დაუშვებს.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე საპროტესტო აქციები გაიმართა. მოქალაქეები მოქმედ პრეზიდენტს ოპონენტების დევნაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, პრეზიდენტი ლუკაშენკო ამბობს, რომ არეულობას და ქაოსს ვერ დაუშვებს.

გამოცემა Unian-ის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრის პროცესში ამომრჩევნების 54%-მა მიიღო მონაწილეობა.

ცნობისთვის, დღეს, 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის პირველი პირობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი. მან უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. ლუკაშენკო ქვეყანას სათავეში 1994 წლიდან უდგას.