მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი რუსებს: ჩვენ უძლეველი ვართ, როცა ერთად ვართ

კრემლის ლიდერი

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსებმა იციან, რომ ისინი დაუმარცხებელი არიან როცა ერთად დგანან.

”ჩვენ გაერთიანებული ვართ საერთო მეხსიერებით და საერთო იმედებით, ჩვენი საერთო მისწრაფებებით, პასუხისმგებლობით აწმყოსა და მომავალზე. ვიცით და მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენ უძლეველი ვართ, როდესაც ერთად ვართ",- აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ონლაინ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წელს რუსეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აღლუმი არ ჩატარებულა. მცირე საზეიმო ღონისძიებას არც მოქალაქეები დასწრებიან. პრეზიდენტმა პუტინმა მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების იუბილე ტელეარხების მეშვეობით მიულოცა.