მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამოიმუშავა თუ არა ევროპამ კორონავირუსზე იმუნიტეტი - ჯანმო-ს განმარტება

ნიღბიანი ადამიანის სკულპტურა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს საგანგებო სიტუაციების განყოფილების უფროსი სპეციალისტის კატრინ სმოლვუდის განცხადებით, ევროპაში არც ერთ ქვეყანას კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი არ შეუძენია.

მისი თქმით, ევროპის უმეტეს ქვეყნებში COVID-19–ით ინფიცრების ახალი შემთხვევები ჯერ კიდევ ფიქსირდება.

"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს ევროპაში ქვეყანა, რომელიც იმუნურად შეიძლება გამოცხადდეს",- აღნიშნა კატრინ სმოლვუდმა.

ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვით სამეულში ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია არიან.