ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსის 1 248 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია worldometer-ზე ვრცელდება.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო მონაცემებით სომხეთში 31 ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 134 768 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 107 364 ადამიანი განიკურნა, 2 142 კი გარდაიცვალა.
სომხეთი არსებულ სტატისტიკას თითქმის სტაბილურად ინარჩუნებს.
დღეს, 29 ნოემბერს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ საქართველოს სომხეთის ინფიცირების მაჩვენებელი სანატრელი აქვს.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ:
🛑 კულუმბეგოვი: ინფიცირების მხრივ სომხეთის შემთხვევები სანატრელი მიხდება
🛑 მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 62 მილიონს გადააჭარბა