მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: მთიან ყარაბაღში მძიმე ბრძოლები გრძელდება

ვითარება მთიან ყარაბაღში

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მოწინააღმდეგე ავიაციას და არტილერიას იყენებს. ამის შესახებ Armenpress-ს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შუშან სტეპანიანმა აცნობა.

„ჩვენმა ძალებმა მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაანადგურეს, ვითარება კონტროლს ექვემდებარება“ - განაცხადა სტეპანიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

18 ოქტომბერს ბაქო და ერევანი კიდევ ერთხელ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა მალევე ორივე მხარემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მოწინააღმდეგემ შეთანხმება დაარღვია.