მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთმა ესპანეთს სასუნთქი აპარატები გადასცა

კორონავირუსის მატება

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების დასახმარებლად, თურქეთმა ესპანეთს სასუნთქი აპარატები გადასცა. ინფორმაციას თურქეთის საელჩო ავრცელებს.

"ჩვენ ყოველთვის მეგობარი ესპანეთის გვერდით ვართ და ამ რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ", - წერს "ტვიტერში" თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

კორონავირუსის გავრცელების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ესპანეთი მეორე ადგილზეა. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 131,646 დადასტურებული შემთხვევაა.