მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში კორონავირუსის 1 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დროშა და დედაქალაქი

არსებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 1 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

გასულ 24 საათში თურქეთში COVID 19-ით ინფიცირებული 71 პაციენტი გარდაიცვალა, 1 232 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ამჟამინდელი მონაცემებით, თურქეთში ჯამში რეგისტრირებულია კორონავირუსის 312 966 შემთხვევა, გარდაიცვალა 7 929 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 274 514 პაციენტი.

ცნობისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.