მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 206 ათასს აჭარბებს

დროშა და დედაქალაქი

ბოლო 24 საათში თურქეთში 1086 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 206 ათასს გადააჭარბა.

Worldometers-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, თურქეთში კოვიდ-19-ით საერთო ჯამში გარდაცვლილია 5241 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 182 ათასზე მეტი.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულია 11 მლნ-ზე მეტი ადამიანი. პირველ სამ პოზიციას ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია და ინდოეთი იკავებს. კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.