მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი - 4 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

ამინდის პროგნოზი - მოსალოდნელია წვიმა
1667463189
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე (განსაკუთრებით გურია-აჭარის რეგიონში) წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.