მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში

ამინდის პროგნოზი
1655711317
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, საქართველოში 22 ივნისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 

22 ივნისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 20 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსი იქნება, ხოლო 20 ივნისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. 

22 ივნისამდე შედარებით გამოიდარებს აღმოსავლეთ საქართველოში, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 

რაც შეეხება დედაქალაქს  👇

თბილისში 20-21 ივნისს კი მცირე ხანმოკლე წვიმა შესაძლოა, აღინიშნოს მხოლოდ ღამისა და საღამოს საათბში. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.