მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთი იმ პოზიციაში არ იყო, რომ პროვოკაცია დაეწყო, ომის დაწყებაზე თუ ვსაუბრობთ, ეს აზერბაიჯანული მხარის ინტერესია - გიორგი გობრონიძე 

ექსპერტი, პროფესორი

ექსპერტი, ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გობრონიძე „რადიო პალიტრის“ ეთერში აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებაზე საუბრობს და ორი მხარის ერთმანეთთან დაპირისპირების მიზეზებს განმარტავს. 

გიორგი გობრონიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ამ შემთხვევაში ცალსახად იკვეთება ის, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ჰქონდა ინტერესი მოეხდინა სომხეთის იძულება მიეღო ის პირობები, რომელსაც ის სთავაზობს. 

ექსპერტის განცხადებით, ე.წ. ზანგეზურის კორიდორის თაობაზე აზერბაიჯანის და სომხეთის პოზიცია ფუნდამენტურად განსხვავებულია. 

გობრონიძე განმარტავს, რომ აზერბაიჯანი დაინტერესებული იყო მომხდარიყო ტვირთების უკონტროლო გატარება ისე, რომ ეს სომხურ მხარეს არ შეემოწმებინა. 

„მიზეზებით რომ დავიწყოთ, ჯერ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა ინტერესი ჰქონდა ან ერთ ან მეორეს იმისთვის, რომ სამხედრო მოქმედებები დაწყებულიყო. ამ შემთხვევაში ცალსახად იკვეთება ის, რომ აზერბაიჯანულ მხარეს  ინტერესი ჰქონდა მოეხდინა სომხეთის იძულება მიეღო ის პირობები, რომელსაც თავად სთავაზობს და დაედო კიდევაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას საფუძვლად, რომ უნდა მომხდარიყო, მაგალითად, სომხეთის სამხრეთით ე.წ. ზანგეზურის კორიდორის ანუ სუნიკის რეგიონში ნახიჭევანის ანკლავისა და აზერბაიჯანის დანარჩენი ტერიტორიის დამაკავშირებელი ხაზის გახსნა. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის და სომხეთის პოზიცია ფუნდამენტურად არის განსხვავებული უშუალოდ ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით. 

იმიტომ რომ აზერბაიჯანი დაინტერესებული იყო მომხდარიყო ტვირთების უკონტროლო გატარება და არ შეემოწმებინა სომხურ მხარეს, რაც ზღუდავდა სომხეთის სუვერენიტეტს და ასეც იყო ეს აღქმული სომხეთის პოლიტიკურ ელიტასა და სომხურ საზოგადოებაში“, - განაცხადა გიორგი გობრონიძემ. 

ექსპერტის თქმით, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ამოცანა რაც შეიძლება აზერბაიჯანულ მხარეს გააჩნდეს, არის ის, რომ სომხეთი აიძულოს ის პირობები მიიღოს, რასაც აზერბაიჯანი სთავაზობს ან უარესი სცენარის შემთხვევაში არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანმა სომხეთის სამხრეთის რეგიონის ოკუპაცია მოახდინოს, იმ შემთხვევაში თუკი საქმე სახმელეთო ძალების ჩართულობამდე მივა. 

„სომხეთს სურდა, რომ ეს ტვირთები გაკონტროლებულიყო სომხეთის მხარის მხრიდან და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ამოცანა რაც შეიძლება აზერბაიჯანულ მხარეს გააჩნდეს, არის ის, რომ აიძულოს სომხეთი, მიიღოს ეს პირობები ან უარესი სცენარის შემთხვევაში საერთოდ განახორციელოს სომხეთის სამხრეთ რეგიონის ოკუპაცია თუ მივიდა საქმე სახმელეთო ძალების ფართომასშტაბიან ჩართულობაზე და პირდაპირ გაჭრას ხაზი თავის ანკლავთან დამაკავშირებელი, რაც თავის მხრივ ქმნის უკვე საქართველოსგან ალტერნატიულ მარშრუტს აზერბაიჯანსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის“, - აღნიშნა ექსპერტმა. 

მანვე განაცხადა, რომ სომხეთი დღეს არ იყო იმ პოზიციაში, რომ მას რაიმე ტიპის პროვოკაცია დაეწყო აზერბაიჯანის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ის ცალსახად წაგებიან პოზიციაში იყო. 

შესაბამისად, გობრონიძე ამბობს, რომ თუ ვსაუბრობთ ომის დაწყების მიზეზებზე, პირველ რიგში ეს არის აზერბაიჯანული ინტერესი და მეორე მიზეზი გახლავთ საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება.

„შესაბამისად, ეს არის დაახლოებით ის მოცემულობა და ის პოლიტიკური ინტერესი, რაც შეიძლება აზერბაიჯანულ მხარეს გააჩნდეს ამ შემთხვევაში, ხოლო სომხეთის მიმართულებით თუ ვიმსჯელებთ, რაციონალურად სომხეთი დღეს არ იყო იმ პოზიციაში, რომ მას რაიმე ტიპის პროვოკაცია დაეწყო აზერბაიჯანის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ის ცალსახად წაგებიან პოზიციაში იყო. 

შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ ომის დაწყების მიზეზებზე, პირველ რიგში ეს არის აზერბაიჯანული ინტერესი და მეორე მიზეზი გახლავთ საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება, რომელმაც აზერბაიჯანს მისცა საფუძველი იმისა, რომ დაეწყო მსგავსი დაპირისპირება. 

მიზანი ის არის, რომ აზერბაიჯანმა ან კორიდორზე დაითანხმოს ან პირდაპირ გაჭრას თვითონ ეს ხაზი. ეს არის უარესი სცენარის შემთხვევაში. ჩვენ ორი მიმართულებით უნდა შევხედოთ, მაგრამ ძირითადი ამოცანა არის აზერბაიჯანსა და ნახიჭევანის ანკლავს შორის პირდაპირი სახმელეთო ხაზის უზრუნველყოფა, რომელიც არ იქნება გაკონტროლებული სომხური მხარის მიერ. 

ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხდება ეს ყველაფერი დღეს და ამას ხელი შეუწყო საერთაშორისო პოლიტიკურმა მდგომარეობამ. ერთ-ერთი ფაქტორია, კერძოდ, პირველი - რუსეთის ფედერაცია, რომელიც რეგიონში გვევლინებოდა სომხეთის ძირითად მფარველად და შეიძლება ითქვას, რომ ყარაბაღის პირველი ომის შემდგომ თავისი გამარჯვების გეოპოლიტიკურ ტყვეობაში აღმოჩნდა და იძულებული გახდა, ბოლომდე ყოფილიყო დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე. საბოლოო ჯამში, ამან დასავლეთშიც ჩამოაყალიბა ხედვა, რომ სომხეთი არის რუსული სატელიტი და იმყოფება რუსულ ორბიტაზე“, - დასძინა გობრონიძემ.  

ცნობისთვის, 13 სექტემბრის ღამეს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკება დაიწყო. საბრძოლო მოქმედებების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.

თავის მხრივ განცხადება გააკეთა აზერბაიჯანულმა მხარემ და თქვა, რომ სომხური მხარის დანაკარგები 200-მდეა.

ამავე თემაზე: 

🔴 დაძაბულობის კერები იარსებებს მანამდე, ვიდრე არ შესრულდება ყარაბაღის მეორე ომის შედეგად მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა - ხუხაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

🔴 აზერბაიჯანი იმდენად თამამად გრძნობს თავს თურქეთის მხარდაჭერით, ის რუსეთს ანგარიშს არც კი უწევს - პაატა ზაქარეიშვილი

🔴 აზერბაიჯანს რამდენიმე კოზირი უჭირავს ხელში, ის პირდაპირ არ დაუპირისპირდება რუსეთის პრეზიდენტს - დავით ძიძიშვილი

🔴 თურქეთს არ ვიყენებთ გვერდში როგორც ჩვენს აგენტს, რომელიც შეგვიყვანს ნატოში - პაატა ზაქარეიშვილი

🔴  სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ