მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზარტული თამაშებისა და ლატარიის კომპანიებისთვის ახალი გადასახადი წესდება

აზარტული თამაშები

აზარტული თამაშებისა და ლატარიის კომპანიებისთვის ახალი გადასახადი წესდება. „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მხარი 76 ხმით დაუჭირეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას განმარტებით, კანონპროექტით წესრიგდება აზარტული და მოგებიანი თამაშების მიწოდებასთან, თამაშების მიმწოდებელთან და არსებით პროდუქციასთან თუ მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტით დგინდება, რომ აზარტული თუ მოგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.