მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

ლიბერთი

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება და მომხმარებელს ოჯახისთვის საჭირო ნივთების ან მეგობრებისთვის საჩუქრების განვადებით შეძენას მომენტალურად, ხელსაყრელი პირობებითა და გამარტივებული პროცესით სთავაზობს. ინფორმაციას ლიბერთი ბანკი ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, ლიბერთის განვადებით სარგებლობისთვის  საკმარისია შეარჩიოთ და დამატებითი საკომისიოს გარეშე შეიძინოთ სასურველი ნივთი, ხოლო თანხის გადახდა დაიწყოთ განვადების მიღებიდან 3 თვის შემდეგ.

ლიბერთი განვადებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი - ხელფასის, იჯარის, გზავნილის ან პენსიის სახით.

„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ  მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს.

განვადების ახალი აქციით, მოხარული ვართ რომ წინასაახალწლოდ, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საჩუქრები თუ ოჯახისთვის საჭირო ნივთები შეიძინონ დღესვე და გადახდა დაიწყონ სამი თვის შემდეგ“, - აცხადებს სალომე სტურუა, ლიბერთის განვადებების განყოფილების უფროსი.

პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალის სანახავად  ეწვიეთ ბმულს.