მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

21-ე საუკუნე შეიძლება ახალწარმოქმნილი სხვა ვირუსული ან არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე გახდეს - ამირან გამყრელიძე

დაავდევა კონტროლის ცენტრის დირექტორი
1637829947
COVID-19

„კორონავირუსი 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად იქცა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

მისი თქმით, გასაკეთებელი და გამოწვევები ძალიან ბევრია.

„რეალური ომი არის დღეს მიკროსამყაროსთან. მსოფლიო არ იყო მზად ამ დიდი გამოწვევისთვის და დგება ახალი გეგმები 21-ე საუკუნეში, იმიტომ, რომ ეს არ იქნება პრეცედენტი. 21-ე საუკუნე შეიძლება გახდეს კიდევ ახალწარმოქმნილი სხვა ვირუსული ან არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე. ჩვენი მთავარი მისიაა, რომ ვემსახუროთ ქვეყანას და საზოგადოება დაცული იყოს ჯანდაცვითი რისკებისგან და მოვახდინოთ ამ რისკების მინიმიზაცია.

საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმუნიზაციის თვალსაზრისით, მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. გამოწვევებიც ბევრია, ამიტომაც ჩვენი მუშაობის საზოგადოებასთან შესაბამისად მიტანაში ბევრი პრობლემა-ნაკლია, რაც გამოსასწორებელია და მხედველობაში მისაღები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.