მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალი შტამი მსუბუქი არ იქნება, მოსალოდნელია პატარა ტალღები - გიორგი კამკამიძე

ინფექციონისტი, ნეოლაბი
1655994796
COVID-19

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოს კოვიდის ახალი ტალღა ემუქრება. ცენტრალურ ევროპაში „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტი B.A.4, B.A.5 გავრცელდა. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე ახალ შტამთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის მარტივად ვრცელდება და ის არ იქნება ისეთი მსუბუქი, როგორც ომიკრონი. 

 „ახალი შტამი ისეთი მსუბუქი არ იქნება, როგორც B.A.1 და B.A.2. ახლო მომავალში მოსალოდნელია გარკვეული პატარა ტალღები. ისევ უნდა მივუბრუნდეთ იმ დაცვის საშუალებებს, რომლებიც უკვე დავივიწყეთ. პირველ რიგში, ეს არის პირბადის ტარება დახშულ სივრცეებში“, - აცხადებს გიორგი კამკამიძე. 

ცნობისთვის, 13-19 ივნისის პერიოდში კოვიდ 19-ის 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 482 ადამიანი, ხოლო ვირუსს 1 ადამიანი ემსხვერპლა. უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არის რისკები, დიდი რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდეს“ - ალექსანდრე გოგინავა ახალ შტამზე

👉 ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების მატება დაიწყოს - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 საქართველოში კოვიდის მორიგი აფეთქება დაიწყო, პირველი დარტყმა სწორედ ბავშვებზე მოდის - გიორგი ფხაკაძე