COVID-19

კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

ახალი შტამი სამხრეთ აფრიკაში
1637910180
დაკოპირებულია

კორონავირუსის ახალი შტამი „ბოტსვანა“  B.1.1.529 უფრო გადამდებია, ვიდრე დელტა შტამი და მისი 10 მუტაციაა ცნობილი. ეს კი დელტა ვარიანტის მუტაციებზე რამდენჯერმე მეტია. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

შტამი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ქვეყნის ეპიდემიოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, ტულიო დე ოლივეირას განცხადებით, ეს ფაქტი მეცნიერების შეშფოთებას იწვევს. შედარებისთვის, დელტა ვარიანტს მხოლოდ ორი მუტაცია აქვს, ხოლო ბეტა შტამს - სამი.

ახალი შტამი სამხრეთ აფრიკელ მოგზაურებს დაუდგინდა, რომლებიც ბოტსვანადან და ჰონგ-კონგიდან დაბრუნებულ მოგზაურებს დაუდგინდათ.

ახალი შტამის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ჯანმო 26 ნოემბერს საგანგებო სხდომას გამართავს. ექსპერტებმა უნდა დაადგინონ თუ რა კლასიფიკაცია უნდა მიანიჭონ ამ ვირუსს, როგორც „შეშფოთების მიზეზი“ თუ როგორც „ინტერესის და დაკვირვების აუცილებლობის“ მქონე.

ახალი შტამის გავრცელების გამო, რომელმაც არაოფიციალურად „ბოტსვანის შტამის“ სახელწოდება მიიღო, დიდმა ბრიტანეთმა აფრიკის 6 ქვეყანასთან, მათ შორის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს შტამი ადამიანის იმუნურ სისტემაზე უფრო დიდ ზეწოლას ახდენს. ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი ვარიანტი ძირითადად ახალგაზრდა ადამიანებში ვრცელდება.