მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსმა შესაძლოა, ბავშვებში დიაბეტის განვითარების რისკი გაზარდოს - კვლევა

დიაბეტი
1642055896
COVID-19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევის თანახმად, ბავშვებში, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, შესაძლოა, დიაბეტის განვითარების რისკი გაიზარდოს, - ამის შესახებ abcnews იუწყება. 

კვლევამ, რომლის ფარგლებში 2.5 მილიონზე მეტი 18 წლამდე პირის მონაცემები შეისწავლეს, აჩვენა, რომ კოვიდით დიაგნოზირებული ბავშვები დაახლოებით 2,5-ჯერ უფრო ხშირად იღებენ დიაბეტის ახალ დიაგნოზს ინფიცირებიდან ერთი თვის ან მეტი ხნის შემდეგ.

შესაძლო კავშირი კორონავირუსსა და დიაბეტის გაზრდილ რისკს შორის, ასევე, აღმოჩენილია მოზრდილებში. გასული წლის ივნისში გამოქვეყნდა ორი კვლევა, რომლებმაც გამოკვეთეს ვირუსის უნარი, რომელიც პანკრეასის ბეტა უჯრედებს აინფიცირებს და ინსულინის სეკრეციას ამცირებს, რასაც პირველი ტიპის დიაბეტის გამოწვევა შეუძლია. 

პირველი ტიპის დიაბეტის დროს ორგანიზმი მთლიანად წყვეტს ინსულინის გამომუშავებას, რაც საჭიროებს ინსულინის ყოველდღიურ ინიექციებს.

მეორე ტიპის დიაბეტის დროს სხეული აგრძელებს ინსულინის გამომუშავებას, მაგრამ ვითარდება „ინსულინის წინააღმდეგობა“, რაც ნიშნავს იმას, რომ უჯრედები ინსულინზე სწორად არ რეაგირებენ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს, კოვიდით დაინფიცირებული ბავშვების უჩვეულო ქცევის ნიშნებს დააკვირდნენ. 

დიაბეტის სიმპტომებია წყურვილი, შიმშილი, ხშირი შარდვა, წონის დაკარგვა, ბუნდოვანი ხედვა და დაღლილობა.