მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრის დროს დავრწმუნდეთ, რომ ყველა 3-ჯერ აცრილი და არაინფიცირებულია“ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი
1641979882
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სამედიცინო პირბადეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

მისი თქმით, ბუსტერ დოზით აცრა და სამედიცინო პირბადის ტარება კორონავირუსით ინფიცირებისგან დაცვის საუკეთესო საშუალებებია. 

„კარგი ამბავი:  სამედიცინო პირბადე ან FFP2 /N95 / KN95 არის კორონავირუსისგან თავდაცვის საკმაოდ ეფექტური საშუალება. 

შედეგები მოკლედ: დახურულ სივრცეში თუ იყო ინფიცირებული პირი, ის სივრცე საშიშია პირველი 20 წუთი (პრინციპში 5 წუთის მერე 90% არის უსაფრთხო)

ტემპერატურა არ ამცირებს ამ დროს ნესტისტიანობა კი ამცირებს ამ დროს 50%-მდე.

მაგალითი: ბათუმში, დახურულ (ფანჯრები დაკეტილია) საკლასო ოთახში შემოვიდა კოვიდ ინფიცირებული ადამიანი და მერე გავიდა იმ ოთახიდან. ეს ოთახი, სავარაუდოდ, 5-10 წუთში არის უსაფრთხო თუ იმავე ოთახში იქნება ორპირი, ეს ოთახი არის უსაფრთხო 2-5 წუთში. უმაგრესი ამბავია.  

გაანიავეთ ოთახები ყოველ 10 წუთში, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით დისტანცია და აიცერით მე-3 დოზა „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“.

ერთი პატარა თხოვნა/რეკომენდაცია:

რესტორანში/კაფეში და, ზოგადად, მეგობრებთან/ნათესავებთან შეხვედრის დროს დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინირებულია 3-ჯერ და არაინფიცირებულია. 1 ადამიანი აინფიცირებს ყველას მის ირგვლივ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ საუბრობთ, ვინაიდან, თუ ინფიცირებული ადამიანი საუბრობს, ვირუსის გავრცელების რისკი იზრდება გვერდზე მყოფი ადამიანებისთვის“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

 აცრილებსა და აუცრელებში ინფიცირების სიმპტომები განსხვავებულია - კრეიგ სპენსერი

 „ომიკრონის“ გამო ხალხი საავადმყოფოებში ხვდება და კვდება“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

⚫ „ომიკრონის“ მაღალმა ციფრობრივმა რაოდენობამ, შეიძლება, იმუნიტეტის მაღალი ფენა შექმნას“ - დევი ტაბიძე

⚫ „ომიკრონის“ დროს ადამიანები ხელმეორედ ინფიცირდებიან - ამირან გამყრელიძე

 „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 335 შემთხვევა უნდა გავამრავლოთ 4-ზე“ -