მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ ახალმა ვარიანტმა XBB.1.5-მა აშშ-ში შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს - CNN

„ომიკრონის“ ახალმა ვარიანტი
1672859477
COVID-19

„ომიკრონის“ განშტოებამ, „ექსბიბი.1.5“-მა (XBB.1.5) აშშ-ში შესაძლოა, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების ახალი ზრდა გამოიწვიოს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, „ექსბიბი.1.5“-მა ბოლო 4 კვირის განმავლობაში ინფიცირების წილი გააორმაგა, დეკემბერში  ახალი ინფექციების დაახლოებით 4%-იდან 41%-მდე გაიზარდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების 75% „ომიკრონის“ ახალ შტამზე მოდის.

ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ „ომიკრონის“ ამ ქვეხაზს აქვს ისეთი თვისებები, რაც იძლევა კოვიდ 19-ის შემთხვევების ხელახლა ზრდის პოტენციალს აშშ-ში, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად დიდი იქნება ეს ტალღა და გაიზრდება თუ არა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ XBB.1.5, როგორც ჩანს, გაჩნდა შეერთებულ შტატებში. ის პირველად აღმოაჩინეს ნიუ-იორკში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ყველაზე  დიდი რაოდენობით გავრცელებულია ჰონკონგის ვირუსი - ივანე ჩხაიძე

👉 ქვეყანაში ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს, შემთხვევები იზრდება, თუმცა პიკი ჯერ კიდევ წინ არის - ივანე ჩხაიძე

👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები

👉 რესპიტრაციულ ინფექციებს მაღალი ტემპერატურა ახასიათებს, განსაკუთრებულ რისკებს ეს ვირუსები არ ქმნის - თამარ გაბუნია

👉 მაღალი სიხშირით გავრცელებულია რინოვირუსი - ინფექციონისტები 2 წლამდე ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ