მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში 12-დან 15 წლამდე მოზარდების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დაიშვა

მოზარდების ვაქცინაცია ევროპის ქვეყნებში
1636446851
COVID-19

იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება დაიშვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში „ფაიზერის“ ვაქცინის 2 დოზით ვაქცინაციას. ამდენად, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში გახლავთ აუცილებელი, ამ ასაკის მოზარდებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ პუნქტებს და მიიღონ ვაქცინა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის ორი დოზით აცრილია 954 991 და ერთი დოზით - 1 052 313 ადამიანი.

იხილეთ აგრეთვე:

„აცრილებში ფილტვის ქსოვილი შედარებით ნაკლებად ზიანდება“ - ლევან რატიანი

რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერები?

✅ რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?

✅ 5-11 წლის ბავშვებისთვის ფაიზერით ვაქცინაცია უსაფრთხოა - კვლევა

რამდენად სასარგებლოა კორონავირუსის ვაქცინები ბავშვებისა და მოზარდებისთვის?