მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი 4 171, აჭარა 801 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

European Best Destinations საქართველოს შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს და მოგზაურობის მოყვარულებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
1642488777
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 892 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 475 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13,34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.26%.

➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

👉 თბილისი - 4 171

👉 აჭარა - 801

👉 იმერეთი - 792

👉 ქვემო ქართლი - 285

👉 შიდა ქართლი - 380

👉 გურია - 193

👉 სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302

👉 კახეთი - 263

👉 მცხეთა-მთიანეთი - 171

👉 სამცხე-ჯავახეთი - 108

👉 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 659 საიდანაც: 4 465 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 864, აჭარაში - 614, იმერეთში - 827.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 015 პირი, მათ შორის, თბილისში - 440, აჭარაში - 136, იმერეთში - 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი,  მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 45, იმერეთში - 22. 2 050 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 - თბილისში, 581- აჭარაში. 51 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 6.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი. 

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა. კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ 3 არასწორი წარმოდგენა აქვს საზოგადოებას „ომიკრონის“ შესახებ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

⭕ „ტესტებს „ომიკრონ“ შტამის გამოვლენა უჭირს“ - თენგიზ ცერცვაძე

⭕ „დეტალურად შესწავლილი შემთხვევებიდან 16% რეინფიცირებაა“ - ამირან გამყრელიძე

⭕ რეინფიცირების შემთხვევები გახშირდა - მაკა ბულეიშვილი

⭕ „ომიკრონის“ შემთხვევაში სწრაფი ტესტი არის ცრუ უარყოფითი“ - ლევან ფერაძე