მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპაში ცუნამია და ვერც საქართველო ასცდება ამ უბედურებას“ - გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე
1640795202
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ წერს. 

როგორც ფხაკაძე წერს, საფრანგეთში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

„საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 208,000 ადამიანი დაინფიცირდა  რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთში ყოველ წამში 2 ადამიანი ინფიცირდება. 

ნახეთ, რა ხდება, ერთ დღეში 100,000-დან 200,000-მდე ავარდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ევროპაში ცუნამია და საქართველო ვერ ასცდება ამ უბედურებას. 

არავითარი საახალწლო ქეიფები და კორპორატიულები. ახლა საყოველთაო მზადება უნდა იყოს.

ახალმა ჯანდაცვის მინისტრმა უნდა გამოაცხადოს დღესვე საგანგებო მდგომარეობა მთელ ჯანდაცვის სფეროში, ბუსტერი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის 24/7, რაც შეიძლება, მეტი მოქალაქე რომ გადავარჩინოთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დაინფიცირების შემთხვევების ზრდა „ომიკრონ“ შტამის გავრცელებასთან არის დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში, შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების შემცირებას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ საფრანგეთში მოსახლეობის დაახლოებით 77% სრულადაა ვაქცინირებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონით“ ინფიცირებულ არცერთ ადამიანში ვირუსი მძიმედ არ მიმდინარეობს“ - პაატა იმნაძე

 როგორ ადგენენ მეცნიერები კორონავირუსის ახალ ვარიანტებს?

 „ომიკრონი“ 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა“ - ამირან გამყრელიძე

 „ეს იქნება ინფექცია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ექნება“ - კულუმბეგოვი „ომიკრონზე“რე

„ომიკრონის“ გამო შემთხვევები გაიზრდება, ისევ ავალთ 10 000 ინფიცირებულზე“ - თენგიზ ცერცვაძე