მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო“ - დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნებიდან“ წასვლაზე

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, 2020

„ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო. ჩემი პოლიტიკური ასაკი ზუსტად ემთხვევა „ქართული ოცნების“ პარტიის ასაკს, მაგრამ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები,“ - ამის შესახებ პოლიტიკოსმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნებიდან“ წასვლაზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც ხუნდაძემ განმარტა, მას და პარტიიდან მასთან ერთად წასულ წევრებს მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა პრაქტიკულად არ აქვთ, თუმცა ვერ შეთანხმდნენ იმაზე თუ რა დოზით უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას.

„ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს; პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა - ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი. დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომლებიც კულისებში განიხილება, ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციისთვის, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

თავისუფლება გვექნება, რომ ჩვენს საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ - მიხეილ ყაველაშვილი მმართველი გუნდის დატოვებაზე

✅ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

✅ სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს