მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

[გამოკითხვა] განმუხტავს თუ არა თბილისში საცობებს სამუშაო საათის გადმოწევა?

ტრანსპორტი ქალაქში

არსებობს ასეთი იდეა, რომ სამუშაო საათი თუ გადმოიწევა და მაგალითად, სახელმწიფო/კერძო სამსახურების ნაწილი მუშაობას დაიწყებს და დაასრულებს 2-3 საათით ადრე, ქალაქში პიკის საათებში საგზაო საცობები განიმუხტება და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც აღარ იქნება გადატვირთული. მსგავსი მეთოდი აპრობირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. თან დასაქმებულებს საშუალება ეძლევათ სამსახური ადრე დაამთავრონ და დღის მეორე ნაწილი უფრო ნაყოფიერად გამოიყენონ.  

იდეას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, ზოგს შვილი 9 საათზე სკოლაში/ბაღში მიჰყავს და შემდეგ მიდის სამსახურში, შესაბამისად, სამუშაო საათების გადმოწევა მშობლების ნაწილს პრობლემას შეუქმნის.

როგორია თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?