მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი პრიორიტეტი რუსი სამხედროების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაა“ - სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

„რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ დასახული ამოცანების სრულად შესრულებამდე გაგრძელდება“, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. 

მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი რუსი სამხედროების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაა. 

„რუსი სამხედროები არ აპირებენ გაჩერებას ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის სრული გათავისუფლების შემდეგ, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იქამდე, სანამ არ შესრულდება უმაღლესი სარდლის მიერ დასახული ამოცანები. 

დღეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დაქვემდებარებული პერსონალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და  მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების საფრთხის გამორიცხვა.

კოლექტიური დასავლეთი, უკრაინაში კონფლიქტის გახანგრძლივების იმედით, აგრძელებს იარაღის ფართომასშტაბიან მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის. 28 000 ტონაზე მეტი სამხედრო ტვირთი უკრაინაში უკვე ჩაიტანეს. ამავდროულად, დასავლური იარაღის ნაწილი უკრაინას ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და შავ ბაზარზე გასაყიდად გააქვს.

რუსი სამხედროები ყოვლისმომცველ დახმარებას უწევენ გათავისუფლებული ქალაქების მოსახლეობას და რუსული ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა მომავალშიც გაგრძელდება.

გარდა ამისა, მოსკოვი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას შავ და აზოვის ზღვებში: ჩვენ შევქმენით ორი ჰუმანიტარული დერეფანი სამოქალაქო გემების გადაადგილებისთვის“, - განაცხადა შოიგუმ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „უბედურება ელოდება რუსეთის ფედერაციას“ - რუსეთის  ყოფილი პრემიერი

🔴 „არავითარი ტერორისტული თავდასხმა იქ არ მომხდარა“ - პუტინი კრემენჩუგში მომხდარ თავდასხმაზე

🔴 99% ხელების და ფეხების გარეშე - „აზოვსტალის“ დამცველის სერგეი ვოლინას და გათავისუფლებული დამცველების მდგომარეობაზე

🔴 „დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 ვლადიმერ პუტინი, ახალ დაძაბულობას ორ სკანდინავიურ ქვეყანასთან არ გამორიცხავს