მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროკავშირი გთავაზობთ, შეიქმნას სპეციალური სასამართლო, რომელიც გამოიძიებს რუსული აგრესიის დანაშაულს“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

 ევროკომისიის ხელმძღვანელი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გაერთიანებული ერების მხარდაჭერით სპეციალიზებული სასამართლოს შექმნის ინიციატივით გამოდის რუსული აგრესიის დანაშაულის გამოძიებისა და დევნის მიზნით.

„მიუხედავად იმისა, რომ ვაგრძელებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას, ჩვენ ვთავაზობთ, შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით, რათა გამოიძიოს და განსაჯოს რუსული აგრესიის დანაშაული“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, დაიწყოს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ამ სპეციალიზებული სასამართლოს მუშაობისთვის მაქსიმალურად ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის მისაღწევად.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევი მუშაობს სპეციალური ტრიბუნალის შექმნის რამდენიმე ვარიანტზე, რომელთაგან ერთი ეფუძნება უკრაინასა და გაეროს შეთანხმებას, რომელსაც შეუძლია შესაბამისი რეზოლუციის მიღება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „პუტინი ფიქრობს, რომ თავისი მოქალაქეები საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 ევროკომისიის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები 100 000 სამხედროა

👉 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამიზნეების დაახლოებით 80% გაანადგურეს - ვალერი ზალუჟნი

👉 რუსებმა ზაპოროჟიეს დასახლებაში გაზის გამანაწილებელ პუნქტს რაკეტა ესროლეს