მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტერორისტული თავდასხმა“ - ზელენსკი სავაჭრო ცენტრის დაბომბვაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა შემთხვევითი არ ყოფილა.

უკრაინის პრეზიდენტმა სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უტიფარი ტერორისტული აქტი უწოდა.

„მშვიდობიანი ქალაქი, ჩვეულებრივი სავაჭრო ცენტრი, შიგნით ქალები, ბავშვები, ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქეები. საჰაერო თავდასხმის გამოცხადებამდე იქ დაახლოებით ათასი ადამიანი იმყოფებოდა. ასეთ ობიექტზე სარაკეტო დარტყმა მხოლოდ სრულიად უგუნურ ტერორისტებს შეუძლიათ, რომელთა ადგილი დედამიწაზე არ არის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სავაჭრო ცენტზე თავდასხმა რუსეთმა დაგეგმა. 

„ეს არ არის შეცდომით განხორციელებული დარტყმა. ეს არის რუსეთის დაგეგმილი დარტყმა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დანაკარგები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, რუსულ სარაკეტო თავდასხმას, რომელიც უკრაინის ცენტრალურ ქალაქ კრემენჩუკში ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე განხორციელდა, განახლებული მონაცემებით, 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 59. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინი უკრაინის ომის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა - ISW

👉 „შეუძლებელია რუსეთთან ომამდელ ურთიერთობას დავუბრუნდეთ“ - ოლაფ შოლცი

👉 რუსეთში ელიტებს შორის კონფლიქტი მწიფდება, სიტუაცია კრიტიკულია - ექსპერტი 

👉 🎥 რუსეთმა კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლ

👉 „ოქროზე ემბარგო რუსეთს ყოველწლიურად 19 მილიარდ დოლარს დააკარგვინებს“ - ენტონი ბლინკენი