მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გნებავთ დახმარება? დაგვეხმარეთ, მაგრამ ნუ ცდილობთ დაგვაჯეროთ, რომ ომს წავაგებთ - კულება მოკავშირეებს მიმართავს

დმიტრო კულება

„უკრაინა მოუწოდებს მოკავშირეებს, მიმართონ თავიანთი ძალისხმევა გამარჯვების მიზნის მისაღწევად და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, რაც საკმაოდ მიღწევადია“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რამდენიმე გამოჩენილ გენერალს ატლანტიკისა და ევროპის ქვეყნებში მტკიცედ სჯეროდა, რომ რუსეთს მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდებოდა თებერვალში კიევის ოკუპაციისა და უკრაინის კონტროლისთვის. ამიტომ, როდესაც დღესაც პესიმისტურ შეფასებებს ვისმენ, ყველას ვთხოვ, ენერგია მიმართონ იმისკენ, რომ გამარჯვებაში წვლილი შეიტანონ და არ ეძებონ შესაძლო წარუმატებლობის მიზეზები“, - აცხადებს კულება. 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს პარტნიორების ერთგულებას და მხარდაჭერას.

„როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების ერთგულება, რომელსაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ, უკრაინა იხდის უმაღლეს ფასს ამ ომში, იცავს თავისუფლებას. ამ მსხვერპლს პატივი უნდა სცენ. გნებავთ დახმარება? დაეხმარეთ უკრაინას, მაგრამ ნუ ცდილობთ დაგვაჯეროთ, რომ ჩვენ წავაგებთ ამ ომს“, - აღნიშნა მინისტრმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუს ჯარისკაცს უკრაინაში მოქალაქეების წამებისა და გაძარცვისთვის 10 წელი მიუსაჯეს

👉 „დონბასთან გაერთიანება ადრე უნდა მომხდარიყო, შესაძლოა, ამდენი მსხვერპლი თავიდან აგვეცილებინა“ - პუტინი