მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იფიქრეთ დისიდენტებზე“ - ოლაფ შოლცი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვაზე

გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ დონეზე რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის თაობაზე დებატების სივრცე არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრება არ გაურთულდეს კრემლის ოპონენტებს, რომლებიც რუსეთიდან გარბიან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი არ ეთანხმებიან რუსეთის რეჟიმს. ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაართულოს ქვეყნის დატოვება, რუსეთის ხელმძღვანელობისა და დიქტატურისგან თავის დაღწევა“, - აღნიშნა შოლცმა ოსლოში სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

მანამდე, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ სკეპტიკურად უყურებს რუსებისთვის ევროპაში შესვლის აკრძალვის დაწესებას.