მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხერსონიდან რუსული ძალების უკან დახევა ბევრად უფრო ორგანიზებული იყო, ვიდრე სხვა შემთხვევები - ბრიტანული დაზვერვა

სამხედრო

ბრიტანული დაზვერვა მიიჩნევს, რომ ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან რუსული ძალების უკან დახევა ბევრად უფრო ორგანიზებული იყო, განსხვავებით ფართომასშტაბიანი უკან დახევის სხვა შემთხვევებისგან.

დაზვერვის ინფორმაციით, მტერმა უკან დახევის დროს დაკარგა ათობით ტექნიკა და არა ასობით. ოკუპანტებმა დააზიანეს ბევრი მიტოვებული ტექნიკა, რათა ის უკრაინელ სამხედროებს არ გამოეყენებინათ.

„რუსეთის ბოლო უკან დახევა ხერსონის რეგიონის დასავლეთ ნაწილიდან საკმაოდ მოწესრიგებულად განხორციელდა, ომის დროს რუსეთის წინა ფართომასშტაბიან უკან დახევებთან შედარებით... ეს შედარებითი წარმატება, სავარაუდოდ, ნაწილობრივ განპირობებულია უფრო ეფექტური ერთიანი ოპერაციით გენერალ სერგეი სუროვიკინის ხელმძღვანელობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ველოდებით ტოქსიკოლოგის განმარტებებსაც, რა გამოიწვია იმ ვერცხლის წყალმა“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 ბრიტანეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 50 მილიონი ფუნტია

👉 20 ნოემბრის დილა უკრაინაში საჰაერო განგაშით დაიწყო - ბელორუსიაში მოიერიშე თვითმფრინავების აფრენა დაფიქსირდა

👉 დასანანია ამხელა პარტიას ბიძინას ცუდი, თან „შეშინებული მოსწავლე“ დირიჟორობდეს - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

👉 ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი გაზაფხულამდე დასრულდეს - ანდრეი ერმაკი