მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიკვიდირებულია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი, რომელიც ხერსონში ოკუპანტებთან თანამშრომლობდა - უკრაინული მედია

ლიკვიდირებულია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ევგენი კოვალიოვი, რომელიც ხერსონში ოკუპანტებთან თანამშრომლობდა

„ხერსონის ოლქში ლიკვიდირებულია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ევგენი კოვალიოვი, რომელიც რუსეთის ძალების მიერ კონტროლირებად ხერსონში ოკუპანტებთან თანამშრომლობდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ გოლაია პრისტანში განადგურებულია მოღალატე სახალხო დეპუტატი კოვალიოვი, რომელიც დარჩა ხერსონში და ამბობდა, რომ რუსეთი აქ სამუდამოდაა. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ დადასტურებას“, - განაცხადა აგენტმა შევჩენკომ.

მან, ასევე, გამოაქვეყნა ვიდეო აფეთქების ადგილიდან. კადრებში ნაჩვენებია დაზიანებული მანქანა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბრიტანეთმა ეუთოს სესიაზე მიმავალ რუსეთის დელეგაციას ვიზებზე უარი უთხრა

👉 „ლუგანსკში ნამდვილად რთული მდგომარეობაა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „ლიეტუვას მხრიდან ტრანზიტის აკრძალვას პრაქტიკული პასუხი გაეცემა“ - მარია ზახაროვა

👉 რუსეთის არმიაში „წმენდა“ გრძელდება უკრაინაში ომის წარუმატებლობის გამო - ISW

👉 დასავლეთი სასურსათო კრიზისის პროვოკატორია - მარია ზახაროვა