მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლისიჩანსკის აღება ოკუპანტებს ლუგანსკზე კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევს - ბრიტანული დაზვერვა

მტერი იზიუმის ტერიტორიაზე კონცენტრირებული ძალების მონაწილეობით შეტევისთვის ემზადება

ლისიჩანსკის აღება ოკუპანტებს ლუგანსკზე კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნათქვამი. 

„ომის წინა ფაზებისგან განსხვავებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინის მეთაურობით, მიაღწია საკმაოდ ეფექტურ კოორდინაციას ძალების სულ მცირე ორ დაჯგუფებას შორის, ცენტრალურ ჯგუფსა და სამხრეთ დაჯგუფებას შორის.

არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ უკრაინული ძალები ახლა უფრო ადვილად დასაცავ ტერიტორიაზე გადავიდნენ“, - აღნიშნულია  ანგარიშში.

უწყების განმარტებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ უკრაინული ძალები შეძლებენ უკან დახევას უფრო მარტივ ფრონტის ხაზზე.

„დონბასისთვის ბრძოლა ხასიათდება წინსვლის ნელი ტემპებით და რუსეთის მიერ არტილერიის მასიური გამოყენებით. დონეცკის ოლქში ბრძოლები ასევე გაგრძელდება“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „უბედურება ელოდება რუსეთის ფედერაციას“ - რუსეთის  ყოფილი პრემიერი

🔴 „არავითარი ტერორისტული თავდასხმა იქ არ მომხდარა“ - პუტინი კრემენჩუგში მომხდარ თავდასხმაზე

🔴 99% ხელების და ფეხების გარეშე - „აზოვსტალის“ დამცველის სერგეი ვოლინას და გათავისუფლებული დამცველების მდგომარეობაზე

🔴 „დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 ვლადიმერ პუტინი, ახალ დაძაბულობას ორ სკანდინავიურ ქვეყანასთან არ გამორიცხავს