მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლ ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი თქვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა.

მისი თქმით, პროექტები საკმარისად დამუშავებული არ არის და არსებული სახით, მზად არ არის, ამ დოკუმენტებს ხელი მოაწეროს.

ფაშინიანმა თავისი უარი ახსნა იმით, რომ ОДКБ-ს არ აქვს „მკაფიო პოლიტიკური შეფასება“ აზერბაიჯანის „აგრესიაზე“ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერი ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორგანიზაციის მუშაობის „ფიასკოდ“ წარმოჩენისკენ არის მიდრეკილი.

„ეს არის სომხური მხარის თვალსაზრისი, ეს არის სომხური მხარის უფლება, ასე განიხილოს სიტუაცია“, - დასძინა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 კრემლს უარი არ უთქვამს უკრაინაში მის მიზნებზე, უბრალოდ ნაწილობრივ ფარავს მას - ISW

👉 „მსოფლიო არ უნდა იყოს ერთი საერთაშორისო ტერორისტის მძევალი“ - ზელენსკი გაეროს მოუწოდებს, რუსეთს ხმის უფლება ჩამოართვას

👉 აშშ არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, თუ ის განაგრძობს პოზიციების დაკარგვას ბრძოლის ველზე - Politico

👉 ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სისასტიკეა - ჯოზეფ ბორელი რუსეთზე