მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტებმა კიევი „კამიკაძე-დრონებით“ დაბომბეს - უკრაინული მხარე

კიევის დაბომბვა

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კვლავ შეუტიეს კიევს ირანული „კამიკაძე-დრონებით“. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერ ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქება დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში მოხდა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. ადგილზე მედიკოსები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აღნიშნა მერმა. 

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროს ანდრეი ერმაკიც გამოეხმაურა.

„რუსები ფიქრობენ, რომ ეს მათ დაეხმარება, მაგრამ ასეთი ქმედებები აგონიას ჰგავს. ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაც შეიძლება მალე. ჩვენ არ გვაქვს დრო ნელი მოქმედებებისთვის. მეტი იარაღი გვჭირდება ცის დასაცავად და მტრის გასანადგურებლად“, - აცხადებს ერმაკი.